პროექტის შესახებ

ვინ ვართ და საიდან დავიწყეთ

„სახალხო კლუბი“ იბადება საზოგადოებისგან — მათგან, ვინც სჯერა, რომ ფეხბურთი შეიძლება იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველას საკუთრება. ეს გვერდი არის „პირველი გვერდი“ ჩვენი ისტორიისა. აქედან იწყება 100 დღე, რომელიც იდეას გადააქცევს კლუბად.

100-დღიანი გეგმის მიმოხილვა

ფაზა I · დღე 1–30
დაფუძნება და რეგისტრაცია
  • კლუბის იურიდიული რეგისტრაცია
  • ფედერაციაში განაცხადის შეტანა
  • სტადიონის/სავარჯიშო ბაზის მოძიება
  • პლატფორმის MVP (რეგისტრაცია/ქულები)
  • ბრენდინგი და კომუნიკაციის არხები
ფაზა II · დღე 31–70
გუნდის ფორმირება და საზოგადოება
  • მთავარი მწვრთნელის და შტაბის დაკომპლექტება
  • ფეხბურთელთა სელექცია და კონტრაქტირება
  • აბონენტური სისტემის გაშვება
  • პირველი 100 წევრი, 10 კომპანია
  • სტადიონის იჯარის შეთანხმება
ფაზა III · დღე 71–100
გაშვება და ანგარიშგება
  • ფედერაციაში რეგისტრაციის დადასტურება
  • გუნდისა და ბრენდის ოფიციალური პრეზენტაცია
  • ვარჯიშების დაწყება / სატესტო მატჩები
  • პირველი ფინანსური ანგარიში
  • საჯარო პროგრეს-რეპორტი


100 დღის მიზნები
მიმართულება მიზანი საბოლოო შედეგი
საზოგადოება აქტიური ბირთვის ჩამოყალიბება მინ. 100 რეგისტრირებული წევრი
კომპანიები/სპონსორი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მინ. 10 პარტნიორი კომპანია
გუნდი სპორტული კორპუსის შექმნა სამრწვთნელო შტაბი, ფეხბურთელების
ინფრასტრუქტურა სავარჯიშო/საშეჯიბრო სივრცე სტადიონის იჯარის/თანამშრომლობის ხელშეკრულება
ფინანსები სტაბილური საწყისი ბიუჯეტი საწყისი ბიუჯეტი
გამჭვირვალობა საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერება საჯარო პროგრეს-რეპორტი (დღე 100)


თაიმლაინი · 100 დღე
დღე 1–10: იურიდიული რეგისტრაცია, საბჭოს ოფიციალური ფორმირება, ფედერაციის პაკეტი.
დღე 11–30: სტადიონის shortlist, პლატფორმის MVP (რეგისტრაცია/ქულები), ბრენდის ლანჩი.
დღე 31–50: მთავარი მწვრთნელი, შტაბის შერჩევა, სელექციის გახსნა.
დღე 51–70: სელექციის დასრულება, კონტრაქტები, 100 წევრის და 10 კომპანიის დაფიქსირება.
დღე 71–90: ფედერაციაში რეგისტრაციის დადასტურება, ვარჯიშების დაწყება, მედია პრეზენტაცია.
დღე 91–100: პირველი ფინანსური ანგარიში და საჯარო პროგრეს-რეპორტი.


დღე 1 — ისტორიის დასაწყისი

ეს კლუბი შენია. ჩაერთე საზოგადოებაში, შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ პრეცედენტი, სადაც ფეხბურთი ეკუთვნის ხალხს.